logo
ENG



ყაველაშვილი: მე ლეგიტიმური [პრეზიდენტი] ვარ

07 ნოე 202515:33
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/07/04e1qvtr3qfr0vd.png

ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ "ლეგიტიმური პრეზიდენტია".

ასე უპასუხა მან TV პირველის ჟურნალისტს, რომელმაც კითხვის დასმის დროს უთხრა, რომ ის პრეზიდენტად ერთპარტიულმა პარლამენტმა აირჩია. 

ყაველაშვილმა ჟურნალისტს უთხრა, რომ "თავად არის არალეგიტიმური".

"თქვენ ახლა ვის ესაუბრებით? ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი? თქვენ სად ხართ და საზოგადოება სად არის? თქვენ საქართველოში ხართ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და შეუძლებელია, ქვეყანა ხელისუფლების გარეშე იმართებოდეს. როცა თქვენ საქართველოს იურისდიქციაში იმყოფებით, როცა თქვენ არჩეულ პრეზიდენტს ეძახით არალეგიტიმურს, თავად ხართ არალეგიტიმური. მე ლეგიტიმური ვარ!", - თქვა მან. 


close დახურვა